გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 226 ადამიანი გარდაიცვალა

00:38, 02.05.2021

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 226 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 121 033 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 12 965 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 4,04 მილიონი შემთხვევა.

მსგავსი