გასულ სეზონში „რეალის“ ფინანსური მოგება მხოლოდ 320 ათასი ევრო იყო
გასულ სეზონში „რეალის“ ფინანსური მოგება მხოლოდ 320 ათასი ევრო იყო

მადრიდის „რეალმა“ 2019-20 წლების სეზონის შედეგების მიხედვით დადებითი ფინანსური მაჩვენებლები დააფიქსირა. გუნდის მოგებამ უმნიშვნელო თანხა – 320 ათასი ევრო შეადგინა. ეს კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი ფინანსური კრიზისით აიხსნება.

ახალი სეზონისთვის კლუბის ბიუჯეტი 650 მილიონ ევროს გაუტოლდა, საიდანაც უკვე ჩამოიჭრა 170 მილიონი შემოსავლების სავარაუდო ვარდნასთან დაკავშირებით.

როგორც ესპანური პრესა წერს, მადრიდული კლუბის ძირითად საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდებში ხელფასები საშუალოდ 10 პროცენტით შემცირდა.