გასულ კვირაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასულ კვირაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – შვიდი დღის განმავლობაში მთელ მსოფლიოში კორონავირუსის თითქმის ორი მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, წინა კვირასთან შედარებით, ექვსი პროცენტით მაღალი მაჩვენებელია.

14-დან 20 სექტემბრამდე პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსის 1 998 897 შემთხვევა დაფიქსირდა და „კოვიდ-19“-ით 36 764 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 31 358 115 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 965 576 ადამიანი.