გასულ ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 133 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 98-ის ჩამოგდება მოახერხეს
გასულ ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 133 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 98-ის ჩამოგდება მოახერხეს

გასულ ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 133 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 98-ის ჩამოგდება მოახერხეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობითვე, კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაციაც ამ წუთებში მიმდინარეობს.

კიევის რეგიონზე თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა.

ამასთან, ოდესის პორტზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად სირიის ოთხი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, დაშავებულებს შორის არის სირიის ერთი და უკრაინის ერთი მოქალაქე. მისივე თქმით, დარტყმამ ასევე დააზიანა კიდევ ერთი გემი, ნავმისადგომები და მარცვლეულის შესანახი ობიექტები.