გასულ ღამეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა
გასულ ღამეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა

გასულ ღამეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. საჰაერო განგაში თავდაპირველად ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავის ოლქებში გამოცხადდა.

აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევში და კიევის ოლქში. როგორც კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, დედაქალაქის თავზე მტრის ყველა რაკეტა ჩამოაგდეს. გოლოსეევკის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კერძო სახლის ეზოში ხანძარი გაჩნდა. კიევის შევჩენკოს რაიონში რაკეტის ნამსხვრევები გზის სავალ ნაწილზე ჩამოვარდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის ნიკოლაი ოლეშუკის ცნობით, 9 მაისის ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 25 ფრთოსანი რაკეტიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 23 გაანადგურეს.