რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის დაბომბვის შედეგად, ქალაქ ზაპოროჟიეში ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 დაშავდა
გასულ ღამეს რუსი სამხედროების მიერ ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის დაბომბვის შედეგად ქალაქ ზაპოროჟიეში ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 დაშავდა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედეროვი ავრცელებს.
უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, იერიშების სამიზნეები საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.
მისი თქმით, აღნიშნული მიზეზის გამო ქალაქის ზოგიერთ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმა დაახლოებით 00:30 საათზე დაიწყეს. რუსებმა პავლოგრადი, ზაპოროჟიე და კიევი ორ-ორჯერ დაბომბეს.