გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშები „ისკანდერ-M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 180 დრონით მიიტანა

10:36, 18.10.2026

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშები „ისკანდერ-M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 180 დრონით მიიტანა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ 152 დრონის ჩამოგდება შეძლო. ამის მიუხედავად აფეთქებები 20 ადგილას დაფიქსირდა.

მედიის ცნობით, რუსებმა უკრაინაზე რაკეტით იერიში ვორონეჟის ოლქიდან მიიტანეს, დრონებით თავდასხმები კი – ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან და შატალოვოდან. იერიშები განხორციელდა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმიდანაც.

მედიის ცნობით, უკრაინის დროით დილის რვა საათზე უკრაინის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 10 რუსული დრონი იმყოფებოდა.

მსგავსი