გასულ ღამეს რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

10:51, 07.05.2024

გასულ ღამეს ისრაელის მიერ რაფაჰზე თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ სამხრეთ ღაზაში მდებარე საავადმყოფოში განაცხადეს.

პალესტინის სამოქალაქო დაცვის ჯგუფმა კი განაცხადა, რომ ისრაელის მიერ რაფაჰზე თავდასხმის შემდეგ შენობებში დაღუპული ადამიანები ნახეს.

ისრაელის მთავრობის განცხადებით, ისრაელი გააგრძელებს ქალაქ რაფაჰში სამხედრო ზეწოლას „ჰამასზე“, რადგან „ჰამასის“ უახლესი შემოთავაზება ზავის შესახებ შორს არის ისრაელის მოთხოვნებისგან.

მსგავსი