გარიგება შედგა – ბართიშვილი ინგლისში გაემგზავრება და „არსენალთან“ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

17:20, 29.08.2026

ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოშიც დადასტურდა – ანდრია ბართიშვილი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

თბილისის „იბერიის“ 17 წლის თავდამსხმელი 1 სექტემბერს სამედიცინო შემოწმებისთვის ლონდონში გაფრინდება და „არსენალის“ მთავარ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

საფეხბურთო პორტალი გარიგების თანხასაც ასახელებს – ინგლისური გრანდი ნიჭიერი ქართველი შემტევის ტრანსფერში 4.5 მილიონს გადაიხდის.

მაგრამ ანდრია ბართიშვილი „არსენალს“ ჯერ ვერ შეუერთდება – 2027 წლის ზაფხულამდე უნდა მოიცადოს, იქამდე, ვიდრე 18 წლის გახდება. ეს ინფორმაცია ფაბრიციო რომანომაც ქართულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

მსგავსი