გარი ლინეკერი - ბელინგემი ყველაზე სრულყოფილი ინგლისელი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს #1TVSPORT
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა აზრი გამოთქვა „რეალის“ 20 წლის ნახევარმცველზე, ჯუდ ბელინგემზე.
„ბელინგემი შესანიშნავი ვარიანტი გახდა გარეტ საუტგეიტისთვის. თუ ჰარი კეინს რაღაც დაემართება, ჯუდს შეუძლია ცენტრალური ფორვარდის ან „ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე ითამაშოს.
ინგლისის ნაკრების ბოლო მატჩებში მან „ცხრიანის“ როლი შეასრულა. მას ასევე შეუძლია სიღრმიდან თამაში „მერვე“ ნომერზე. შესაძლოა, ის ყველაზე სრულყოფილი ინგლისელი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. და ის მხოლოდ 20 წლისაა.
არავინ იცის, რომელ პოზიციაზეა ყველაზე კარგი ჯუდი, რადგან ის შესანიშნავია რამდენიმე როლში. მაგრამ შემიძლია ის წარმოვიდგინო ინგლისის ნაკრების ფორვარდად“, – მოჰყავს ლინეკერის სიტყვები გაზეთ The Sun-ს.
ბელინგემს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 13 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა აქვს.