გარეტ საუთგეიტი - ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რისი გაკეთებაც გვინდოდა #1TVSPORT
ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, კომენტარი გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა გააკეთეს. შეგახსენებთ, რომ D ჯგუფის პირველი შეხვედრა საუთგეიტის ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა.
გარეტ საუთგეიტი (ინგლისი): „ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შედეგით. კმაყოფილი ვარ ახალგაზრდა, გამოუცდელი მოთამაშეებით. რთული მეტოქე გვყავდა და თან ძალიან ცხელოდა. ყველანაირი მიზეზი იყო იმისათვის, რომ გვენერვიულა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რისი გაკეთებაც გვინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რეალური შანსი არ შეგვიქმნია, ვფიქრობ, მაინც სახიფათოდ გამოვიყურებოდით
სტერლინგი თავიდანვე კარგად გამოიყურებოდა მოედანზე. მიხარია, რაც მოხდა, რადგან დიდი ხანი არ ჰქონდა გატანილი გოლი.“
ზლატკო დალიჩი (ხორვატია): „პირველ რიგში ვულოცავ ინგლისის ნაკრებს. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებსაც. მათ მაქსიმუმი გააკთეს. ძალიან რთული იყო, თუმცა ვიცოდით, რომ ასეთი წნეხი იქნებოდა. თითქოს გავუმკლავდით კიდეც, რაღაც მომენტებში მატჩზე კონტროლიც ავიღეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, განსაკუთრებით შეტევაში. დავუშვით შეცდომა და გავუშვით გოლი და ამან ძალიან გამაბრაზა. დაცვაში ასეთი თამაში აღარ უნდა დავუშვათ. დიახ, მათ გამოიყენეს შანსი და ეს შანსი ჩვენ მივეცით. მიუხედავად ყველაფრისა, ნეგატიური განწყობა არ გვაქვს. ოპტიმიზმით ვართ სავსე. ამის სრული უფლება გვაქვს. ველოდებით მომავალ თამაშებს. შევეცდებით, დასახულ მიზანს მივაღწიოთ.“