გარეტ ბეილმა ბოლო 100 დღეში პირველი გოლი გაიტანა [ვიდეო]
გარეტ ბეილმა ბოლო 100 დღეში პირველი გოლი გაიტანა [ვიდეო]

ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში, მადრიდის „რეალმა“ სტუმრად, მინიმალური ანგარიშით ​- 1:0 ​ბოლოადგილოსანი „უესკა“ დაამარცხა.

ერთადერთი გოლი მერვე წუთზე გარეტ ბეილმა, ​ოდრიოსოლას პასით გაიტანა.

ეს იყო, ბოლო 100 დღის განმავლობაში, უელსელის პირველი გოლი ესპანეთის ჩემპიონატში. ბეილს ბოლო გოლი ლა ლიგაში, 1 სექტემბერს, „ლეგანესის“ წინააღმდეგ ჰქონდა გატანილი.

ამ მოგებით, „რეალმა“ ტოპ-ოთხეულში შეაბიჯა. მას 26 ქულა აქვს და ორი ქულით ჩამორჩება მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „სევილიასა“ და „ატლეტიკოს“, ხოლო ლიდერ „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა ხუთ ქულას შეადგენს.