მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა გაზეთმა Marca-მ: მადრიდის “რეალის” შემტევი გარეთ ბეილი ვადაზე გაცილებით ადრე ჩადგა მწყობრში და გუნდთან ერთად ვარჯიშები განაახლა.
უფრო მეტიც, “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უელსელი “მალაგასთან” 25 ოქტომბერს გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა, თუმცა, ბეილის ამ მატჩში გამოჩენა მაინც ნაკლებად სავარაუდოა. უფრო რეალურია ბრიტანელის თამაში 28 ნოემბერს, ესპანეთის თასის 1/16 ფინალში “ფუენლაბრადას” წინააღმდეგ.
გარეთ ბეილმა 26 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს მიიღო ტრავმა და მას შემდეგ აღარ უთამაშია. ის ახლოს იყო დაბრუნებასთან, მაგრამ ნოემბრის დასაწყისში, ვარჯიშზე ახალი ტრავმა მიიღო.