გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ცნობით, საამქროს სამუშაო ეზოში განთავსებული იყო 22 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მორი და 26 მ3-მდე წიწვოვანი სახეობის ფიცარი.

„სახერხი საამქრო, მორები და პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) დაილუქა. მომხდარზე მიმდინარეობს სამართალწარმოება“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.