გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შემოსულ ქიმიურ ნაერთებზე კანონპროექტი შეიქმნება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შემოსულ ქიმიურ ნაერთებზე კანონპროექტი შეიქმნება

ქვეყანაში შემოსული ქიმიური ნაერთების, მათ შორის საოჯახო ქიმიის გასაკონტროლებლად კანონპროექტი უნდა შეიქმნას, – ამის შესახებ  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე,  ვალდებულება გვაქვს, შევქმნათ კანონმდებლობა, რის შემდეგაც ქვეყანაში შემოსული ნებისმიერი ქიმიური ნაერთი უნდა დაექვემდებაროს რეგისტრაციას. უკვე არსებობს ევროკავშირში სათანადო რეესტრი, სადაც ხდება  ქიმიური ნაერთების აღიარება. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს და მათგან ველოდებით პროექტის საბოლოო წარმოდგენას ” ,-განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

როგორც კორკოტაძე განმარტავს,  განხილვაში ჩაერთვება ყველა დაინტერესებული უწყება. ესენია: შემოსავლების სამსახური, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. კანონპროექტის განხილვა აღნიშნულ უწყებებთან ერთად მოხდება და საბოლოოდ, ქვეყანაში შემოტანამდე,  სავალდებულო გახდება ქიმიური ნაერთების რეგისტრაცია და ავტორიზაცია“,-განაცხადა ნელი კორკოტაძემ.