გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში განთავსებული ჰქონდა სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი 37 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

ხე-ტყის უკანონო მოპოვების მეორე ფაქტიც სოფელ ფოცხოში დაფიქსირდა.

ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის უკანონოდ მოპოვებული 62 ერთეული მორი.

ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონო ტყითსარგებლობის 90-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.