გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პლასტმასის ზემოქმედებისა და მისი შემცირების საკითხებზე თბილისის 215-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პლასტმასის ზემოქმედებისა და მისი შემცირების საკითხებზე თბილისის 215-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა თბილისის 215-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა. ტრენინგები პლასტმასის მოხმარების შემცირებასა და ნარჩენების მართვის აქტუალურ საკითხებს დაეთმო.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია გარემოზე პლასტმასის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ და გაეცნენ ნარჩენების დახარისხებისა და შემცირების პრაქტიკულ მიდგომებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების შემცირებასა და ეკომეგობრული ალტერნატივების დანერგვის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის განცხადებით, პლასტმასის პრობლემის მართვა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ცენტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ ცენტრი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პლასტმასის ზემოქმედების შემცირებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.