„გარეჯმა“ „ტორპედოსთან“ ფრედ ითამაშა - კვირკველიამ ისევ გაიტანა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში საგარეჯოს „გარეჯი“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და მოგება ბოლო წამებზე გაშვებული გოლის გამო დაკარგა – 1:1.
„მიხეილ მესხი 2-ზე“ გამართულ შეხვედრაში „გარეჯი“ მოედანზე ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით გავიდა და ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა. გუნდის ბომბარდირის, ლევან პაპავას გადაცემით „გარეჯის“ კარის წინ კამერუნელი ნახევარმცველი ფრანსუა ეკონგოლო დარჩა და ყოფილ კლუბს გაუტანა.
მეორე ტაიმში ქუთაისელები თამაშის შემოტრიალებას შეეცადნენ, უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ „გარეჯის“ დაცვას ვერაფერს უხერხებდნენ. თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე სტანდარტის გათამაშების შემდეგ „გარეჯს“ ზუსტი თავური დარტყმით კვირკველიამ გაუტანა და გუნდს ქულა მოუტანა 1:1.
„გარეჯმა“ პირველი წრე 5 ქულით მე-9 ადგილზე დაასრულა, ხოლო ქუთაისელთა შედეგი მის ამბიციებს ვერ პასუხობს – 9 ქულა და მე-8 ადგილი.