„გარეჯი“ ახალი სეზონისთვის გაძლიერებული შემადგენლობით ემზადება #1TVSPORT
„გარეჯი“ ახალი სეზონისთვის გაძლიერებული შემადგენლობით ემზადება #1TVSPORT

გასულ სეზონში საფეხბურთო კლუბი საგარეჯოს „გარეჯი“ ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფში დამარცხდა და მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ ახალ სეზონს უფრო გაძლიერებული შემადგენლობით დაიწყებს და ეროვნულ ლიგაში გადასვლას შეეცდება.

„გარეჯმა“ 2024 წლის სეზონისთვის მზადება სიახლეებით დაიწყო. გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ნახევრმცველმა, პაპუნა ფონიავამ, გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა, ლევან პაპავამ, ცენტრალური მცველებმა, ბაქარ მირცხულავამ, ლაშა უგრეხელიძემ, ჯაბა კასრელიშვილმა, ნახევარმცველებმა, ირაკლი ლექვთაძემ, შალვა ექვთიმიშვილმა, გიორგი ვეკუამ, ნიკა გურულმა და გუნდის ვიცე-კაპიტანმა, ნიკოლოზ გალახვარიძემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს. მომდევნო სეზონშიც „გარეჯის“ ღირსებას დაიცავენ გამოცდილი და ახალგაზრდა მეკარეები, დავით კუპატაძე და გიორგი გაბუნია.

„გარეჯის“ ახალწვეულები გახდნენ: 25 წლის თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი, რომელიც გუნდში ბოლნისის „სიონიდან“ გადავიდა, 25 წლის მცველი ვალერი ოლხოვი ფოთის „კოლხეთიდან“, 24 წლის ნახევარმცველი თორნიკე ძებნიაური (ყაზახურ „ჟენესში“ თამაშობდა), 28 წლის ცენტრალური მცველი ალეკო ჩაკვეტაძე ქობულეთის „შუქურადან“ , გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი კახა კაკაშვილი „გაგრიდან“, 27 წლის მცველი ბაჩანა მოსაშვილი „სპაერიდან“.

გუნდის მთავარი შენაძენი კი მიშიკო სარდალიშვილია – 31 წლის გამოცდილი ნახევარმცველი ბოლოს გორის „დილაში“ თამაშობდა.