„გარდიანის“ მიხედვით, 2029 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრაზილია, კატარი, მაროკო და ესპანეთი იბრძოლებენ #1TVSPORT
„გარდიანის“ მიხედვით, 2029 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრაზილია, კატარი, მაროკო და ესპანეთი იბრძოლებენ #1TVSPORT

2029 წლის ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრაზილია, კატარი, მაროკო და ესპანეთი იბრძოლებენ, – ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ტურნირის მასპინძელ ქვეყანას ფიფა მიმდინარე წლის ბოლოს დაასახელებს. როგორც გამოცემა წერს, ყველა კანდიდატს ტურნირის მიღების რეალური შანსი აქვს.

თუ გამარჯვებული კატარი იქნება, ტურნირი, როგორც მოსალოდნელია, ზამთარში გაიმართება — როგორც ეს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახეთ. ეს გადაწყვეტილება კლიმატურ პირობებთანაა დაკავშირებული, რადგან ზაფხულში კატარში ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ, ფიფა-ს გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი გაფართოვდა და მასში მონაწილეობას 32 გუნდი იღებს. ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ამჟამად შეჯიბრება აშშ-ში მიმდინარეობს.

ტურნირის ფორმატის მიხედვით, 2029 წლის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ 2025-2029 წლების კონტინენტური ტურნირების გამარჯვებულები და დამატებით, კონფედერაციების სარეიტინგო კვოტის მიხედვით შერჩეული გუნდები.