„გარდიანი“ – პანდემიის გამო, ბრიტანეთის ეკონომიკა 2020 წელს რეკორდულად შემცირდა

17:52, 12.02.2021

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბრიტანეთის ეკონომიკა 2020 წელს რეკორდულად შემცირდა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ეროვნული სტატისტიკის ცენტრის განცხადებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს 9.9%-ით შემცირდა, რაც ბრიტანეთის ეკონომიკის 1709 წლის „დიდი გამყინვარების“ შემდეგ წლიური მშპ-ს ყველაზე დიდი ვარდნაა. ამის მიზეზადაც კორონავირუსის პანდემია და ქვეყანაში დაწესებული მკაცრი კარანტინი სახელდება.

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შობისთვის შემსუბუქებამ დეკემბრის თვეში მშპ-ს 1.2-ით გაზრდის შესაძლებლობა მისცა, რომელიც ნოემბერში 2.6%-ით იყო შემცირებული.

მსგავსი