„გარდიანი“ - ედი ჯონსს სურს, ინგლისელი მორკინალები „ბორჯღალოსნებთან“ ერთად ავარჯიშოს
„გარდიანი“ - ედი ჯონსს სურს, ინგლისელი მორკინალები „ბორჯღალოსნებთან“ ერთად ავარჯიშოს

„ინგლისის მთავარი მწვრთნელი თბილისში საშიში ვარჯიშის ჩატარებას აპირებს, რათა საკუთარი მორკინალები მსოფლიოს საუკეთესო შერკინების წინააღგმდეგ გამოსცადოს“,  – წერს „გარდიანის“ პოლ რისი საკუთარ სტატიაში.

სტატიის მიხედვით, ექვსი ერის პირველი ორი ტურის შემდეგ ინგლისელი მორკინალები თბილისში აღმოჩნდებიან.

მსგავსი ვარჯიში ინგლისელებმა შარშან ნოემბერში უელსის წინააღგმდეგ გამართეს. ედი ჯონს სჯერა, რომ მორკინალები სწორედ ასეთ ვარჯიშებზე აჩვენებენ, მზად არიან თუ არა საერთაშორისო დონის რაგბის სათამაშოდ:

„მოთამაშეებს მოეწონათ უელსელებთან ერთად ვარჯიში, მათ ბევრი რამ ისწავლეს. ჩვენი გუნდი ვითარდება და ბიჭებს მუდამ სურთ უკეთესები გახდნენ. თუკი გინდა, რომ შერკინებაში მოუმატო შენზე ძლიერ ოპონენტთან ერთად უნდა ივარჯიშო.

ექვსი ერის ტურებს შორის რამდენიმე თავისუფალი კვირა გვაქვს და ვგეგმავთ ეს დრო კარგად გამოვიყენოთ. თბილისი ზამთარში ძალიან კარგი ადგილია.  მათ კარგი ღვინო და ხორცის გემრიელი კერძები აქვთ. „ბორჯღალოსნებს“ ძლიერი შერკინება ჰყავთ, შესაძლოა ყველაზე ძლიერი შერკინება მსოფლიოში. ჩვენ ამ ეტაპზე უბრალოდ ვგეგმავთ, კარგი ურთიერთობა გვაქვს შოტლანდიასთან, უელსთან, იტალიასთან და ახლა ვეძებთ ოპონონენტს, რომელთანაც შესაძლებლობა მოგვეცემა გავაუმჯობესოთ ჩვენი უნარები“, – ამბობს ჯონსი.