„გარდიანი“ - ჩინეთში მილიონობით არავაქცინირებულ მოქალაქეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და საჯარო სივრცეებში ყოფნას აუკრძალავენ
„გარდიანი“ - ჩინეთში მილიონობით არავაქცინირებულ მოქალაქეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და საჯარო სივრცეებში ყოფნას აუკრძალავენ

ჩინეთში მილიონობით არავაქცინირებულ მოქალაქეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და საჯარო სივრცეებში ყოფნას აუკრძალავენ.

„გარდიანის“ ცნობით, ჩინეთის რამდენიმე ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს, დააწესოს შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, არავაქცინირებულ მოქალაქეებს სკოლებში, საავადმყოფოებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, ციხეებსა და სავაჭრო ცენტრებში შესვლას აუკრძალავენ. ისინი ვერ ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც.

როგორც ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, ამ შეზღუდვის დაწესება ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად.

ჩინეთის მთავრობა წლის ბოლომდე მოქალაქეთა 64%-ის აცრას გეგმავს.