„გარდიანი“  - ბრიტანული ბანკები დივიდენდებსა და პრემიების გაცემაზე უარს ამბობენ
„გარდიანი“ - ბრიტანული ბანკები დივიდენდებსა და პრემიების გაცემაზე უარს ამბობენ

ბრიტანული ბანკები დივიდენდებსა და პრემიების გაცემაზე უარს ამბობენ.

როგორც „გარდიანი“ წერს, შესაბამისი გადაწყვეტილება უმსხვილესმა ბრიტანულმა ბანკებმა, ინგლისის ბანკის თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

გადაწყვეტილების მიხედვით, ბრიტანული ბანკები აქციონერებს გადასახადებს არ გადაუხდიან და ტოპ მენეჯერებისთვის პრემიების გაცემაზე უარს იტყვიან.

შესაბამის ზომებს მიიღებენ ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა – „ლოიდსი“, „ეიჩ-ეს-ბი-სი“, „ბარკლეისი“, „ნეთვესტი“, „სანტანდერი“, შოტლანდიის სამეფო ბანკი, „ნეიშონვაიდი“, „სტანდარდ ჩარტერდი“. ეს ბანკები დათანხმდნენ დივიდენდებზე უარი თქვან და წლის ბოლომდე აქციები აღარ შეისყიდონ.

როგორც მარეგულირებელ ორგანოში განაცხადეს, „ეს გადაწყვეტილება არის გონივრული ნაბიჯი, თუ გავითვალისწინებთ იმ უნიკალურ როლს, რომელიც ბანკებმა უნდა შეასრულონ ეკონომიკის მხარდაჭერაში.“