გარდაიცვალა სპორტული ჟურნალისტი ოთარ გაგუა
93 წლის ასაკში ღვაწლმოსილი სპორტული ჟურნალისტი, სპორტულ თემატიკაზე შექმნილი უამრავი პუბლიკაციის, სტატიის, წიგნის ავტორი ოთარ გაგუა გარდაიცვალა.
ბატონი ოთარი მრავალი წლის მანძილზე იყო გაზეთ „თბილისის“ ინფორმაციისა და სპორტის განყოფილების გამგე.
1979–1987 წლებში საქართველოს ოლიმპიური სპორტული სკოლა-ინტერნატის დირექტორი.
სხვადასახვა დროს იყო თბილისისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი.
დედაქალაქის ფეხბურთის მოყვარულთა კლუბის პირველი თავმჯდომარე.
1974 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ქართველ ჭაბუკ ფეხბურთელთა პირველი გასვლა საზღვარგარეთ და ეს იყო პოლონეთში.
ოთარ გაგუა იყო ქართული ფეხბურთის მკვლევარი, არაერთი პუბლიკაციის და წიგნის ავტორი.