გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ნინო ჟღენტი

77  წლის ასაკში გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ღვაწლმოსილი თანამშრომელი ნინო ჟღენტი.

ნინო ჟღენტი 45 წელი იყო საქართველოს რადიოს თანამშრომელი და არაერთი რადიოპროგრამის ავტორი და წამყვანი. ორი ათეული წელი იყო რადიოს აუდიოფონდის ხელმძღვანელი. კოლეგებთან ერთად ნინო ჟღენტმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს რადიოს „ოქროს ფონდის“ უნიკალური ჩანაწერების მოვლაში. ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა პროექტს „რადიო მუზეუმი“.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს ნინო ჟღენტის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.