გარდაიცვალა საქართველოს რადიოს ყოფილი დიქტორი თამაზ ჭყონია
გარდაიცვალა საქართველოს რადიოს ყოფილი დიქტორი თამაზ ჭყონია. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს რადიოში დიქტორად.
მან შექმნა გადაცემათა ციკლი დიქტორთა ლიტერატურული სალონი.
თამაზ ჭყონია ასევე ამზადებდა საინფორმაციო გადაცემას „მაცნე“, შემდგომ წლებში კი აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.