გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის იმერეთის ბიუროს ოპერატორი რეზო ბუხსიანიძე ​

13:56, 22.03.2020

საქართველოს პირველი არხის იმერეთის ბიუროს ოპერატორი რეზო ბუხსიანიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეზო ბუხსიანიძე ოპერატორის პროფესიას 1971 წელს დაეუფლა. ის ათეულობით წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი იყო.

რეზო ბუხსიანიძის სახელს უკავშირდება აფხაზეთის ომის პერიოდში გადაღებული და შემონახული საარქივო კადრები.

საქართველოს პირველი არხი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

მსგავსი