გარდაიცვალა რეპერი აკაკი ბაბუნაშვილი, რომელიც „შავი პრინცის“ სახელით იყო ცნობილი

01:04, 05.02.2019

48 წლის ასაკში ​ჰიპ ჰოპის შემსრულებელი აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე „შავი პრინცი“ გარდაიცვალა.

მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რეპერმა ჯერონიმომ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, რეპერი ბათუმში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემები სახელდება.

აკაკი ბაბუნაშვილის, იგივე „შავი პრინცის“ სიმღერები განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში.

მსგავსი