ქართველო მძლეოსანი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, საიდა გუნბა 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საიდა გუნბა 1959 წლის 30 აგვისტოს ქალაქ სოხუმში დაიბადა.
1981 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ის გახლდათ მძლეოსნობაში (შუბის ტყორცნა) მოსკოვის ოლიმპიური თამაშების (1980) ვერცხლის პრიზიორი , სსრკ ჩემპიონი (1978) და სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
საიდა გუნბა სხვა სპორტულ ტიტულებთან ერთად მესამე ხარისხის დიდების ორდენის კავალერიც იყო.