გარდაიცვალა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი საიდა გუნბა
გარდაიცვალა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი საიდა გუნბა

ქართველო მძლეოსანი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, საიდა გუნბა 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საიდა გუნბა ​1959 წლის 30 აგვისტოს ქალაქ სოხუმში დაიბადა.
1981 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ის გახლდათ მძლეოსნობაში (შუბის ტყორცნა) მოსკოვის ოლიმპიური თამაშების (1980) ვერცხლის პრიზიორი , სსრკ ჩემპიონი (1978) და სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

საიდა გუნბა სხვა სპორტულ ტიტულებთან ერთად მესამე ხარისხის დიდების ორდენის კავალერიც იყო.