გარდაიცვალა ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია
გარდაიცვალა ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა.

რეჯებ ჟორდანია დაიბადა და გაიზარდა პარიზში. პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი და იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სხვადასხვა პერიოდში იყო ჰარიმანის ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერი, პროფესიონალი პიანისტი, კომპოზიტორი, მწერალი, საზღვაო ისტორიის პროფესორი, საზღვაო მუზეუმის დირექტორი, უცხოური ენების სახელმძღვანელოების ავტორი და რედაქტორი.

რეჯებ ჟორდანია ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის ზეიმში მონაწილეობის მისაღებად.