ბრაზილიის ქალაქ პელოტასში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი, ჟურნალისტი და დიზაინერი ალდირ გარსია შლეე. სწორედ მას უნდა უმადლოდეს ბრაზილიის ნაკრები სახელგანთქმულ ყვითელ მაისურებს.
მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატზე ურუგვაისთან ტრაგიკული წაგების შემდეგ, ქვეყანაში გადაწყდა – სამუდამოდ უარი ეთქვათ თეთრი მაისურებისთვის, რომლითაც იმ მატჩში ნაკრები თამაშობდა.
გამოცხადდა კონკურსი ახალ ფორმაზე. ასობით ვარიანტის განხილვის შემდეგ, გარსია შლეე შეჩერდა ბრაზილიის დროშის ფერებზე – ძირითადი ყვითელი ფერით და მწვანე მანჟეტებითა და საყელოთი. 1954 წელს ჩატარებული კონკურსის მომენტში, მწერალი 19 წლის იყო.
ამ ლეგენდარული ადამიანის საპატივცემულოდ, მის მშობლიურ ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს, ხოლო ბრაზილიისა და ურუგვაის ამხანაგური მატჩი გარსია შლეეს ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.