გარდაიცვალა მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი და „ჩელსის“ ლეგენდარული მეკარე პიტერ ბონეტი
გარდაიცვალა მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი და „ჩელსის“ ლეგენდარული მეკარე პიტერ ბონეტი

ლონდონის „ჩელსიმ“ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა თავისი ლეგენდარული მეკარის, მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონის პიტერ ბონეტის გარდაცვალების შესახებ.

78 წლის ბონეტის სიკვდილის მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა იყო.

„ჩელსის“ რიგებში მეკარე 1960-75 და 1976-79 წლებში თამაშობდა და ამ გუნდში ჯამში 729 მატჩი ჩაატარა. მასზე მეტი შეხვედრა „არისტოკრატთა“ რიგებში მხოლოდ რონ ჰარისს ჰქონდა – 795.

ბონეტის ტიტულებია – ინგლისის თასი, ინგლისის ლიგის თასი და თასების მფლობელთა თასი. სანაკრებო დონეზე მას მოგებული აქვს მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატი, სადაც ძირითადი მეკარის გორდონ ბენქსის დუბლიორი იყო და არც ერთ მატჩი არ ჩაუტარებია. ნაკრებში მას ჯამში შვიდი მატჩი ჰქონდა.