გარდაიცვალა მსახიობი რუსლან მიქაბერიძე
გარდაიცვალა მსახიობი რუსლან მიქაბერიძე

81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი რუსლან მიქაბერიძე. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მსახიობის ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

რუსლან მიქაბერიძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი.

რუსლან მიქაბერიძეს ასევე გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული.