გარდაიცვალა მსახიობი ნიკა ქაცარიძე
გარდაიცვალა მსახიობი ნიკა ქაცარიძე

43 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ნიკა ქაცარიძე. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან დღემდე იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს არაერთი როლი. მონაწილეობდა სპექტაკლებში: „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“, „დარისპანის გასაჭირი“, „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი“, „სალამურა“, „პატარა უფლისწული“ და სხვა.

გარდა თეატრალური როლებისა, ნიკა ქაცარიძეს ასევე შესრულებული აქვს კინოროლები. მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალში.