გარდაიცვალა მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო
გარდაიცვალა მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო

88 წლის ასაკში ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მსახიობის კინოკარიერა 50 წელს ითვლის. ის 80-ზე მეტ ფილმში მონაწილეობდა. ბელმონდომ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – „სეზარის“ გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებივრებული“.

2011 წელს კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.