გარდაიცვალა მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი
51 წლის ასაკში მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა.
გიორგი გოგიჩაიშვილი ბოლო წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.
გიორგი გოგიჩაიშვილს საქართველოს პირველი არხის ეთერში წლების განმავლობაში სხვადასხვა საბავშვო გადაცემა მიჰყავდა.