გარდაიცვალა მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი გუგა ბაბუნაშვილი
გარდაიცვალა მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი გუგა ბაბუნაშვილი

ტრაგიკულად დაიღუპა ვეტერანი ქართველი მორაგბე გუგა ბაბუნაშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრების მაისურით გასული საუკუნის 90-იან წლებში თამაშობდა.

1964 წელს დაბადებული ბაბუნაშვილი ოლეგ ლიპარტელიანის კურსელი იყო და რაგბის თამაში ქუთაისის „მშენებელში“ („აია“) მისი რეკომენდაციით დაიწყო.

ის იყო იმ დიდი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება და ორჯერ – თასი, დამოუკიდებლობის შემდეგ კი, სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოს ნაკრები ფეხს იდგამდა, გუგა ბაბუნაშვილმა ბორჯღალოსნების კვართით ათამდე მატჩი ჩაატარა. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ლეგიონერი დავით ჩავლეიშვილთან და ბადრი შვანგირაძესთან ერთად.