გარდაიცვალა მანჩესტერ იუნაიტედის 1992 წლის თაობის შემქმნელი
მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ერიკ ჰარისონი, რომელმაც „1992 წლის თაობა“ შექმნა, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჰარისონმა, რომელსაც ოთხი წლის წინ დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, ისეთი ფეხბურთელები გაზარდა, როგორებიც არიან დევიდ ბექჰემი, რაიან გიგსი, პოლ სქოულზი, ნიკი ბატი, გარი ნევილი და ფილ ნევილი. წითელი ეშმაკების ამ თაობამ რამდენჯერმე მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა, 1999 წელს კი სეზონის ყველა ტურნირში გაიმარჯვა.
გარი ნევილმა ტვიტერზე დაწერა: „ჩვენ დავკარგეთ მასწავლებელი, მწვრთნელი და ადამიანი, რომელმაც შეგვქმნა. მან გვასწავლა, როგორ უნდა ითამაშო, როგორ არ უნდა დანებდე არასდროს, როგორი მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ორთაბრძოლების მოგება და რა არის საჭირო, რომ მანჩესტერ იუნაიტედის წევრი გახდე. ერიკ, ჩვენ შენთან ვალში ვართ“.
We’ve lost our mentor , our coach and the man who made us. He taught us how to play , how to never give up , how important it was to win your individual battles and what we needed to do to play for Manchester United Football Club. Eric we owe you everything ❤️ pic.twitter.com/iv0uisTGCl
— Gary Neville (@GNev2) February 14, 2019