გარდაიცვალა ლეგენდარული ინგლისელი მეკარე გორდონ ბენკსი
გორდონ ბენკსი, ინგლისის ნაკრების ლეგენდარული მეკარე, რომელიც 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად აღიარებული ბენკსი, რომელმაც ინგლისის ეროვნულ გუნდში 73 მატჩი ჩაატარა, ფიფას მიერ წლის უპირველეს მეკარედ შვიდჯერ დასახელდა.
საკლუბო დონეზე ბენკსი სტოუკსა და ლესტერში თამაშობდა, სპორტიდან კი 1973 წელს წავიდა – მას შემდეგ, რაც საავტომობილო ავარიის შედეგად, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.