გარდაიცვალა ლეგენდარული ავტომრბოლელი ნიკი ლაუდა
გარდაიცვალა ლეგენდარული ავტომრბოლელი ნიკი ლაუდა

„ფორმულა 1“-ის ლეგენდარული პილოტი ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა პირველი ორი ტიტული 1975 და 1977 წლებში, „ფერარისთან“ ერთად მოიგო, მესამე კი, 1984 წელს,  „მაკლარენთან“ ერთად.

1976 წელს, ერთ-ერთი რბოლის დროს, ლაუდას სერიოზული ავარია მოუვიდა და ძლიერი დამწვრობები მიიღო.

მარჯვენა ფოტოზე: ნიკი ლაუდა (მარცხნივ) და ჯეიმს ჰანტი

 

მოგვიანებით, კარიერის დასრულების შემდეგ, ავტომრბოლელი ავიაკომპანია „ლაუდა ეარის“ მფლობელი გახდა.

გასული წლის აგვისტოში მას ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა.

ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკი ლაუდა ძილში გარდაიცვალა.