აშშ-ში ნიკი ლაუდას საჩემპიონო „ფერარი“ გაიყიდება
აშშ-ში ნიკი ლაუდას საჩემპიონო „ფერარი“ გაიყიდება

უახლოეს უქმეებზე კალიფორნიის პატარა ქალაქ პებლ-ბიჩში გაიმართება ყოველწლიური საავტომობილო შოუ. ტრადიციულად მოეწყობა აუქციონი, რომლის ყველაზე საინტერესო ლოტი იქნება ნიკი ლაუდას ისტორიული ბოლიდი – Ferrari 312T.

ლეგენდარული ავსტრიელი, რომელიც წელს მაისში გარდაიცვალა, ამ მანქანით 1975 წელს გამოდიოდა, ხუთჯერ მოიპოვა პოული, მოიგო საფრანგეთის გრანპრი და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

2009 წლიდან, ეს მანქანა აშშ-ში კერძო კოლექციაში ინახებოდა. მას უმაღლეს დონეზე ჩაუტარდა რესტავრაცია, ზუსტად აღადგინეს მისი შეფერილობა. პრაქტიკულად ყველა დეტალი და აგრეგატი, მათ შორის, ძრავა – ორიგინალურია და მუშა მდგომარეობაშია.

აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ბოლიდი 6-8 მილიონ დოლარად გაიყიდება.

დატოვე კომენტარი