გარდაიცვალა კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი
გარდაიცვალა კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი

ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგი ალექსანდრე რეხვიაშვილი გარდაიცვალა.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ალექსანდრე რეხვიაშვილის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

„ბატონი ალექსანდრე გახლდათ მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზის, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზის (ფილმისთვის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა“) მფლობელი (1979), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988), მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი (ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის „მიახლოება“, 1990), ღირსების ორდენის კავალერი (1998), მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი (კინოში გაწეული ღვაწლისთვის, კინოფესტივალი „საჩუქარი“, 2007).

ალექსანდრე რეხვიაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის“, – აღნიშნულია თეატრალური უნივერსიტეტის სამძიმრის განცხადებაში.