გარდაიცვალა ხელოვნების ისტორიკოსი დიმიტრი თუმანიშვილი
გარდაიცვალა ხელოვნების ისტორიკოსი დიმიტრი თუმანიშვილი

69 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი თუმანიშვილი.

1999-2006 წლებში დიმიტრი თუმანიშვილი ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო; მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სასულიერო აკადემიაში და კითხულობდა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიის კურსს; მეცნიერი მრავალი თაობის აღმზრდელი და ხელოვნების უბადლო მასწავლებელი იყო.

მისი სამეცნიერო კვლევის სფერო ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია და თანამედროვე ქართული ხელოვნების აქტუალური საკითხები იყო. მეცნიერი წლების მანძილზე ამუშავებდა ქართულ სახელოვნებათმცოდნეო დარგში მოღვაწე მეცნიერთა არქივებს.