გარდაიცვალა დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი
გარდაიცვალა დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი

81 წლის ასაკში დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი გარდაიცვალა.

„ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში ვესტვუდის მოდის სახლის ადმინისტრაცია წერს, რომ ის „მშვიდად და ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა ლონდონის სამხრეთში”.

ვესტვუდის მეუღლემ და პარტნიორმა, ანდრეას კრონთალერმა განაცხადა, რომ „ის განაგრძობს მუშაობას, ვივიენის ხსოვნით გულში“.

ინგლისელი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი 1970-იან წლებში პანკისა და ახალი ტალღის მეინსტრიმში შემოტანითაა ცნობილი. მის მიერ შექმნილი სამოსი არაერთ ცნობილ ადამიანს ეცვა.