88 წლის ასაკში გარდაიცვალა დიზაინერი პაკო რაბანი. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობას „ბიბისი“ ავრცელებს.
მოდის დიზაინერი პაკო რაბანი ცნობილია ექსცენტრიული ტანსაცმლითა და სუნამოებით.
„პაკო რაბანიმ მოდის რადიკალური თვალთახედვით კვალი დატოვა მრავალ თაობებზე და მისი მემკვიდრეობა განაგრძობს სიცოცხლეს“, – ასე გამოეხმაურნენ რაბანის გარდაცვალებას დიზაინერის კომპანიაში.
როგორც ცნობილია, რაბანი საფრანგეთში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.