გარდაიცვალა ცნობილი მუსიკოსი ვალერი კოჩაროვი

10:42, 03.05.2022

74 წლის ასაკში ცნობილი როკმენი, ჯგუფ „ბლიცის“ ხელმძღვანელი ვალერი კოჩაროვი გარდაიცვალა.

მის სახელს უკავშირდება ლეგენდარული The Beatles-ის პოპულარიზაცია საქართველოში.

1989 წელს ლივერპულში, ტრადიციულ კონკურსზე, სადაც საუკეთესო „ბითლზ-ორეულები“ გამოდიოდნენ, ფესტივალის მთავარი ჯილდო „ბითლზის“ საუკეთესო გარეგნული და მუსიკალური მიბაძვისათვის სწორედ მის ჯგუფს „ბლიცს“ მიენიჭა.

ვალერი კოჩაროვი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა.

მსგავსი