გარდაიცვალა ბათუმის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი თემურ ტუღუში #1TVSPORT
გარდაიცვალა ბათუმის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი თემურ ტუღუში #1TVSPORT

49 წლის ასაკში გარდაიცვალა ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი თემურ ტუღუში, რომელიც ბოლოს ბათუმელთა აკადემიაში 19 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

სამწუხაროდ, ვეტერან ფეხბურთელს კორონავირუსი დაემართა და მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა. ტუღუში საფეხბურთო ასპარეზზე დამოუკიდებლობის პერიოდის შემდეგ გამოჩნდა და ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ნიჭის მქონე შემტევი ნახევარმცველი.

კარიერა ბათუმის „დინამოში“ დაიწყო, სადაც 1990-1997 წლებში თამაშობდა და 304 შეხვედრაში 71 გოლი გაიტანა. ტუღუში ბათუმის „დინამოს“ გარდა სხვადასხვა დროს თბილისის „დინამოში“, ფოთის „კოლხეთში“ და თელ ავივის „ბნეი იეჰუდაში“ თამაშობდა.

იგი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროთასებზე ჰეთ-თრიქი შეასრულა – 1996 წელს ფარერების კუნძულის გუნდ „ბკ ჰაფნართან“. ტუღუში საქართველოს ნაკრებშიც იყო მიწვეული და „ჯვაროსნების“ ფორმით 3 მატჩი ჩაატარა.