71 წლის ასაკში გარდაიცვალა არგენტინის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ლეოპოლდო ლუკე. მისი სიკვდილის მიზეზი კორონავირუსის ინფექციის შემდეგ გართულება გახდა.
„რივერ პლეიტის“ ყოფილ ფეხბურთელს ავადმყოფობის პირველი სიმპტომები 25 დეკემბერს გამოუვლინდა, ოთხი დღის შემდეგ კი მას დიაგნოზი დაუსვეს. ოთხ იანვარს ლუკეს მდგომარეობა გართულდა ორმხრივი პნევმონიის გამო, რის შემდეგაც საჭირო გახდა ინტენსიური თერაპია რესპირატორული მხარდაჭერით.
ორშაბათს, მას გულის შეტევა დაემართა, გარკვეული დროის შემდეგ კი გარდაიცვალა.
ლუკემ მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატი მოიგო არგენტინის ნაკრებთან ერთად. ამ ტურნირზე მან ოთხი გოლი გაიტანა, სულ კი ნაკრებში 43 მატჩში 21 გოლი ჰქონდა. „რივერ პლეიტის“ შემადგენლობაში ლუკეს ანგარიშზე 207 მატჩში 84 გოლი და ხუთი ტიტული იყო.